1. პროექტის სახელი: ,,ადიშის ოთხთავი.''
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკ-ვლევენ ,,ადიშის ოთხთავის" შესახებ ინფორმაციას, ადგენენ ბროშურებს.
3. მიზნები და შედეგები: მოსწავლეებმა უნდა შეძლოს სამეცნიერო-პოპულარული ტექსტის კითხვის სტრატეგიის გაცნობა-შესწავლა; საინფარმაციო ტექსტის შექმნა წყაროს გამოყენებით; გაეცნობიან,,ადიშის ოთხთავის" თავგადასავალს. შეადგენენ გეოგრაფიულ მარშრუტს, რომელიც გამოიარა ამ ხელნაწერმა; გაეცნობიან ტექსტში დასახელებულ ისტორიულ პირებს და მეცნიერებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი კულტურის ისტორიაში.
- მოსწავლის ასაკი: მე-7 და მე-8 კლასები.
- ვადები/ხანგრძლივობა : 20 დღე.
4. შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეები შეფასდებიან წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით,რამდენად სრულყოფილია და ამომწურავია მოპოვებული მასალა. როგორ არის მასალა ინტიგრილებული ისტ-თან;როგორია კონკრეტული მოსწავლის როლი და აქტივობა პრეზენტაციის მომზადებასი.
5. რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: მოსწავლე შეძლებს ისტ-ის გამოყენებას; ინფორმაცის მიღებას, მოპოვებას და გაცვლის მიზნით;შეძლებს ინფორმაციიდან საჭირო ფრაგმენტების ამორცევას; შეძლებს მოპოვებული მასალაზე დაყრნდობიტ პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნას, კითზვების დასმას და მათზე პასუხის ძიებას.
6. სასწავლო პროექტის მსვლელობა:
- თემის შერჩევა და შესაბამისი კიტხვების ჩამოყალიბება ;
- საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება 3 ჯგუფად;
- პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში, დამუშავებენ კონკრეტულ პროექტს;
- მოხდება ლიდერების არჩევა;
- აქტივობის განხორციელება, მოძიებული მასალისაგან პროექტის მომზადება;
- პრეზენტაცია და სამივე ჯგუფი განთავსებენ მასწავლებლის დახმარებით ვებ-გვერდზე;
- პროექტის შემაჯამებელი შეფასება მოხდება: მასწავლებლის მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით;მოხდება მოსწავლეების თვით შეფასება;შეფასდებიან მათ მიერ წარმოდგენილ მასალის სრულყოფილობით, ჯგუფში აქტივობის, ისტ-თან ინტიგრილების მიხედვით.
7. რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: ინტერნეტიდან ინფორმაცის წყარო, ბიბლიოთეკა, საკითხავი ყმაწვილთათვის 6-ტ და 8-ტ, წიგნი ,,ძველი ქართული ენის ძეგლები"და ინტერნეტიდან სურათები.
8. პროექტის ფასილიტატორი: ბელა ავალიანი
9. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: b.avaliani@gmail.com
10. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ბელა ავალიანი blogspot.com